შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშე - ჰეზერ ბერგი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აკადემიის პრორექტორი - თეიმურაზ მაღრაძე და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს.
სტუმრები აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და დაათვალიერეს იმიტირებული სასწავლო სივრცე, კომპიუტერული ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ტირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშეს მხარდაჭერისა და აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.