შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ - გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.