შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ბ.ფ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ოქროს ნივთები და ძვირადღირებული საათები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.