შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ზ.ს. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს. რამდენიმე თვის განმავლობაში ზ.პ.-ს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა. თანხის არ გადაცემის შემთხვევაში კი - ბრალდებული დაზარალებულს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის, კერძოდ, მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.