შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.
დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი მოსაშვილმა ახალქალაქში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა.
რეაბილიტირებული იზოლატორი დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევებციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. იზოლატორში მოთავსებული პირებისთვის განკუთვნილი ფიცარნაგები რკინის ახალი, ინდივიდუალური საწოლებით შეიცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, მოეწყო საგამოძიებო და ამოსაცნობი ოთახები, დაკავებულთათვის განკუთვნილი სასეირნო ეზო, საშხაპე და საპირფარეშო ოთახები.
2018 წლის ბოლომდე რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები მოეწყობა.