საქართველოსა და ევროკავშირს შორის 25 აპრილს გამართული ადამიანის უფლებათა დიალოგის ფარგლებში ევროპულმა მხარემ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ეთნიკური უმცირესობების დაცვის და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით. განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეთნიკური უმცირესობების დაცვის და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით, და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გააგრძელოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლახანს შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გააძლიერებს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღებას და საქართველოს მთავრობას მოუწოდა კიდევ უფრო ოპერატიული გახადოს ადამიანის უფლებების საკოორდინაციო მექანიზმი.
https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/43514/eu-and-georgia-hold-11th-annual-human-rights-dialogue_en