დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სამინისტროს აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად იქნას აღკვეთილი.