ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის საარჩევნო უბნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა საკუთარი არჩევანი: „როდესაც მხოლოდ მთაწმინდაზე ვაძლევ ხმას, განსაკუთრებით ვითვალისწინებ ამ უბნის, ამ რაიონის ინტერესებს“.
მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს არჩევნების დღეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ გარემოში და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი. ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმ რისკებისა, იმ პროვოკაციებისა, რომლებიც შეიძლება იგეგმებოდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.