ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში" მმართველი კომიტეტის რიგით პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი დაესწრო. მან პროექტის წარმატებით განხორციელებაზე და მის მიერ მხარდაჭერილ მიმართულებებზე ისაუბრა.
ონლაინ შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს. დისტანციურ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.