შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს ესტუმრა და ცენტრის თანამშრომლებს "112"-ის დღე მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
გიორგი ბუთხუზმა ქოლ-ცენტრი და 112-ის სასწავლო ცენტრი დაათვალიერა, ასევე, გაეცნო ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პირობებს .
2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი "112"-ის დღედ გამოაცხადეს. 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, "112"-ის დღეს აღნიშნავს.