შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორ შალვა კვინიხიძესთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძესთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს - მიხაელ აასტრუპს, ბორის სილევიჩს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლაინს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ხორციელდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს ითვალისწინებს.