შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აშშ-ს ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივან ედ ვოლს და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროს ტრეისი ნიუვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: აშშ-სთან თანამშრომლობა, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება სამინისტროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. პროექტები ითვალისწინებს სამინისტროსთვის როგორც მატერიალურ-ტექნიკურ, ასევე, ექსპერტულ დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.