შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორთან - ზვიად ხარაზიშვილთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებთან მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოები მოინახულა.
მინისტრის მოადგილემ საგუშაგოებზე არსებული ინფრასტრუქტურა, სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები, ასევე, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
იოსებ ჭელიძე ადგილზე მომუშავე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, გაესაუბრა და არსებული ვითარების, აგრეთვე, მათი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.