შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს, საბინე მახლს შეხვდა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გაფართოებულ კომპეტენციაზე ისაუბრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს როლს.
ვახტანგ გომელაური საბინე მახლს აღნიშნული კუთხით სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მინისტრმა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.