შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის კოლეგას - ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ რიჰარდს კოზლოვსკის შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს არსებული წარმატებული თანამშრომლობა და განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს ლატვიისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.