27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ნოე რამიშვილის ქუჩა N38-ში (ყოფილი კახეთის გზატკეცილის 38-ე კილომეტრი), შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.
საპატრულო პოლიციის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის „ფორდ ინტერსეპტორი“-ს პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მოეწყობა გამოფენა, სადაც ნაჩვენები იქნება საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.