შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული, მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განსაკუთრებულ როლს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გერმანიის ელჩს, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შედეგად არსებული გამოწვევები და მის გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯები.