შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაურმა იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტრომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატალია ვუტოვას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე, ხაზი გაუსვა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და მრავალწლიან თანამშრომლობას.
ევროპის საბჭო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.