შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ადამიანის უფლებათა ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა. საუბარი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს შეეხო. მხარეებმა პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და ამ მიმართულებით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.