2014 წლის 4 ივნისს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბატონები აბრაჰამ ედელი (მისიის დამკვირვებელი) და სერგეი მაკაროვი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კავშირის ოფიცერი).
სტუმრებს მასპინძლობდნენ დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი და მისი მოადგილეები ბატონი გიორგი გაზდელიანი და ბატონი თეიმურაზ კორძაია.
შეხვედრის დროს სტუმრები დეტალურად გაეცვნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს, ამოცანებს და იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენს ქვეყანაში კატასტროფების მართვა.
მათ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე, სტუმრებმა მიიღეს კითხვებზე პასუხები ხეობაში ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე.