შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა
04-06-2014

შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის უფლებათა ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ადამიანის უფლებათა ექსპერტ თომას ჰამერბერგს შეხვდა. საუბარი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს შეეხო. მხარეებმა პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და ამ მიმართულებით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.