შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, მაროკოს სამეფოს მოქალაქე კეჯჯი ი. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კეჯჯი ი-მ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).