შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომლებთან ერთად, 1988 წელს დაბადებული ილია ლ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით ამხილეს.
ილია ლ-მ ბორჯომის რაიონში, ბორჯომი-თორის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრა 9,33 კუბ.მ წიწვოვანი ხე. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანაზე დასატვირთად გამზადებული, პირველადი გადამუშავების ხე-მასალა – სხვადასხვა დიამეტრის 7 მორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1026 ლარს შეადგენს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით).