შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტისფარგლებში, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტმა მიხეილ კოზიარმა და დელეგაციის სხვა წევრებმა სააგენტოს ახლადაშენებული შენობები, ინფრასტრუქტურა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს.
მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, კერძოდ, ქართველი მეხანძრე-მაშველები ლვოვისსიცოცხლისუსაფრთხოების სახელმწიფოუნივერსიტეტში საბაკალავრო კურსს გაივლიან, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.