შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა
13-12-2016

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტისფარგლებში, ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტმა მიხეილ კოზიარმა და დელეგაციის სხვა წევრებმა სააგენტოს ახლადაშენებული შენობები, ინფრასტრუქტურა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს.

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, კერძოდ, ქართველი მეხანძრე-მაშველები ლვოვისსიცოცხლისუსაფრთხოების სახელმწიფოუნივერსიტეტში საბაკალავრო კურსს გაივლიან, რაც მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.