შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში, რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.
პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავა, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით მიმდინარეობდა აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.