შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ქვემო ქართლის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობისთვის...
03-01-2020

ქვემო ქართლის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასული წლის ოქტომბერში, რუსთავში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ჯ.

პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე 5 პირი მომხდარიდან მალევე დააკავა, ხოლო ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით მიმდინარეობდა აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ზ.ჯ-ს მიმართ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტებზე, სსკ-ის 143-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.