ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მეხუთე სპორტულ თამაშებზე, ცურვაში მოასპარეზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელმა სხვადასხვა სტილით ცურვაში 7 მედალი მოიპოვა.
შსს-ს თანამშრომლებმა ცურვის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. თავისუფალ სტილში გიორგი ბერძენიშვილმა 1500 მეტრი გაცურა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ასევე წარმატებას მიაღწია „ბატერფლაი“-ს სტილით ცურვაში, 200 მ-ზე ასპარეზობისთვის – ვერცხლი, ხოლო 50 მ-ზე – ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. კიდევ ერთმა ქართველმა პოლიციელმა სპორტსმენმა – გიორგი სამარღანიშვილმა სამი მედალი აიღო: 50 მ-ზე გულაღმა ცურვაში – ვერცხლის, 100 მ-ზე გულაღმა ცურვაში ასევე – ვერცხლის და 200 მ-ზე თავისუფალი სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი აიღო. ხოლო მესამე სპორტსმენმა ლევან ვარამაშვილმა 100 მ-ზე „ბრასი“-ს სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მეხუთე სპორტული თამაშების ჩემპიონატზე ამ დროისთვის ქართველ სპორტსმენ პოლიციელებს სულ 17 მედალი აქვთ აღებული, აქედან – 2 ოქროსი და 10 ვერცხლის.