შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ბ. თბილისში დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ოქროს ნივთები და ძვირფასეულობა მოიპარა. სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაქურდალ ნივთებთან ერთად მიმალვას ცდილობდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ძვირფასეულობა და ოქროს ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია ქანჩი და კუსტარულად დამზადებული, კარის გასაღები ხელსაწყოები, მათ შორის ე.წ. „ატმიჩკები“.
ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.