შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორგანიზაცია "MAC Georgia"-ს მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი -„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები“. სწავლებაში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და მართლწესრიგის ოფიცრები.
კურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების განხილვა და სამართალდამცველების მიერ მათთან შესაბამისი კომუნიკაციის დამყარების გზების დახვეწა.
სწავლების განმავლობაში განიხილეს სხვადასხვა საკითხი: ინკლუზიური განათლება; კონკრეტული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარღვევების თავისებურებები; ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.