დასახელება: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამეთვალყურეო შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და საზღვაო საზღვრებისთვის
ხანგრძლივობა: 2022-2024 წწ.
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)
პროექტის ბიუჯეტი: 257 900 ევრო
პროექტის მიზანი: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (GBP) მწვანე და საზღვაო საზღვრების სამეთვალყურეო შესაძლებლობების გაძლიერება. ქართული სამართალდამცავი ორგანოების მხარდასაჭერა, ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმოებული ვერტმფრენის პლატფორმებიდან ევროკავშირის სტარნდარტების ვერტმფრენის პლატფორმებზე თანდათანობით გადასასვლისთვის. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საავიაციო დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება მთელი რიგი მიმართულებებით. პროექტის ბოლოს, ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გადასცემს ვერტმფრენის პლატფორმას - Agusta Bell 206b Jetranger III. ასევე, გადაამზადებს პერსონალს ახალი ტიპის ვერტმფრენის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.