დასახელება: გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად
ხანგრძლივობა:2024-2025 წწ
დაფინანსებულია:ევროპის საბჭოს მიერ (CoE)
განმახორციელებელი: ევროპის საბჭო (CoE)
პროექტის ბიუჯეტი: 900 000 ევრო
ბენეფიციარი უწყებები: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; სახალხო დამცველის ოფისი; შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; გენერალური პროკურატურა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; იუსტიციის უმაღლესი სკოლა; უზენაესი სასამართლო; სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ბრძოლაში ჩართული ძირითადი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას, ძალადობის მსხვერპლთა დაცვას და მოძალადეთა მართლმსაჯულებაში მიცემას, აგრეთვე გენდერული თანასწორობის გაძლიერებას საქართველოში და უზრუნველყოს GREVIO-ს 2022 წლის რეკომენდაციების შესრულებაში სახელმწიფო უწყებების ხელშეწყობა.