2014 წლის 27 იანვარს ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია და შეხვდა საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) მიერ მიმდინარე გლობალური კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში.
ვიზიტის მიზანი იყო კონსულტაციების გამართვა საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამაში (CCP) ჩართულ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ყაზახეთის რესპუბლიკა განიხილავს მათ მონაწილეობას კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას აკტაუს საზღვაო პორტში.