შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.