შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას დ...
14-10-2016

გიორგი მღებრიშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.

წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.