შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე შემოდგომის გაწვევის 120 წვევამდელს საბრძოლო მომზადება განახლებული საბრძოლო გეგმის შესაბამისად ჩაუტარდათ.
წვრთნების განმავლობაში, საკარანტინო ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირველადი სამხედრო მომზადება გაიარა, სადაც წვევამდელებმა საბრძოლო იარაღიდან სროლის საწყისი ეტაპი და ტაქტიკური მომზადების ძირითადი საკითხები შეისწავლეს. ასევე, ჯარისკაცებმა ფიზიკური გამძლეობის ამაღლების მიზნით, 20-კილომეტრიანი მარშ-ნახტომი სრული ეკიპირებით განახორციელეს, რა დროსაც მათ მაღალი მოტივაცია და მხედრული სულისკვეთება გამოავლინეს.
ახალწვეულებთან ერთად, მარშ-ნახტომში მონაწილეობა მიიღეს: შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ ეუბიძემ, შტაბის უფროსის მოადგილე ტიტე მეძმარიაშვილმა, პირველი სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი ვანიშვილმა.