შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები სამივე სისტემის თანამშრომლებისათვის ევროკომისიისგან მიღებული რეკომენდაციების გაცნობას ითვალისწინებს. შეხვედრების ფორმატში, პროკურორები და გამომძიებლები ძირითადად გაეცნობიან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის, ინტერპოლთან თანამშრომლობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ მექანიზმებს.
დაგეგმილ შეხვედრებში მომხსენებლები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. სასწავლო აქტივობა ბათუმში გაიმართა და მიმდინარე თვის ბოლომდე მთელი ქვეყნის მაშსტაბით განხორციელდება.
საგამოძიებო უწყებებს შორის ერთობლივი ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების განხორციელება ხელს უწყობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდას. შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, ანალოგიური ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.