შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისისგან უსასყიდლოდ გადაეცა 20 პულსოქსიმეტრი, 200 ლიტრი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ბახილები და ქუდები. აღნიშნული დახმარების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და დაკავებულ პირთათვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ევროპის საბჭო მრავალი წელია, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მხარდაჭერას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.