ბელორუსიის საგანგებო სიტუაციების მინისტრი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ვაშჩენკო დელეგაციასთან ერთად შსს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ესტუმრა. მათ დაათვალიერეს ,,112-ის’’ შენობა და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას. ,,112-ის’’ წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაცია გაუკეთეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბელარუსსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ვიზიტის დასასრულს , ,,112-ის’’ დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ,,112-ის’’ ლოგოს გამოსახულებით. დელეგაცია 13 მარტს დატოვებს საქართველოს.