2014 წლის 24 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტ“-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები გახსნიან. კონფერენციის მსვლელობისას მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული საქმიანობები განიხილება და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამა იქნება წარდგენილი.