შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა 2015 წლის 27-28 მაისს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მედიატური გამართა. მედიატურში საქართველოს რეგიონალური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონოდათ გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ დასრულებული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტების შესახებ.
მედიატურის ფარგლებში განიხილეს მედიის წარმომადგენლებისთვის საინტერესო ყველა საკითხი. რეგიონალური მედიის წარმომადგენლები „112“-ის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, გაიგეს თუ რა სიახლე დანერგა „112“-მა იმისათვის, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შეეძლოთ გადაუდებელი დახმარების ნომერთან დამოუკიდებლად წვდომა. ასევე შეიტყვეს, რა ღონისძიებები ჩატარდა „112“-ის ცნობადობის გაზრდისა და მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების კუთხით. დეტალურად განიხილეს თუ რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში.
მედიატურის მეორე დღეს ჟურნალისტები „112“-ს ესტუმრნენ, ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დააკვირდნენ. შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა და შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა გზირიშვილმა „112“-ის მიერ ორგანიზებული მედიატურის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს.