შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენლებმა იტალიის საელჩოს თანამშრომლებს ორდღიანი სწავლება ჩაუტარეს. ტრენინგის ,,სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება და ქცევის წესები“ მიზანს კატასტროფების რისკების შემცირება, უსაფრთხოების დონის გაზრდა და საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.