შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი მოადგილე გიორგი გაზდელიანთან ერთად გერმანიის ქალაქ ბიბერახის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
გერმანიის ქალაქ ბიბერახის საკრებულოს ხელმძღვანელმა რაინე რეცინგერმა და ამავე ქალაქის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა საბინე ენგელჰარდმა, რომელიც, ასევე, პარტნიორ ქვეყნებთან განხორციელებული პროექტების კოორდინატორია კეთილი ნება გამოხატეს, რომ წვლილი შეეტანათ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განვითარებაში და სააგენტოს ორი სპეციალური ავტომანქანა-მერსედესის მარკის ძირითადი დანიშნულების წყალმზიდი და სამაშველო ორხიდიანი „ივეგო მაგირუსი“ გადასცეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნებს შორის საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განიხილეს.
სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მადლობის ნიშნად სტუმრებს სააგენტოს სასაჩუქრე მედალიონები უსახსოვრა და აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული საჩუქარი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიულ და ეფექტურ მუშაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი იქნება.