შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და ჯარისკაცებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. დეპარტამენტის 1-ლი, მე-2 და მე-3 განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოების ბაზებზე, დაღუპულთა მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა. განსაკუთრებულ დავალებათა სამივე სამმართველოს ბაზაზე, დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში, აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლის, ზურაბ ტატულაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს ომმა მრავალი გმირის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები:
მაიორი გია რომელაშვილი
პოლიციის სერჟანტი ბესიკ კაპანაძე
პოლიციის რიგითი გიორგი მარსაგიშვილი
პოლიციის რიგითი ზურაბ ბიბილური
პოლიციის რიგითი მამუკა შუბითიძე
პოლიციის რიგითი ლაშა თევზაძე
პოლიციის რიგითი გიორგი ძირტკბილაშვილი
პოლიციის რიგითი ირაკლი აბრამიშვილი
რიგითი ზურაბ ტატულაშვილი
მარადიული ხსოვნა მათ სახელებს!