შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, გურამ ტომარაძესთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.
დავით ვარდიაშვილმა და გურამ ტომარაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გახსნის ცერემონიის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, 20 წლის ზვიად ჩიჩუა. იგი ფოთის პორტის დაბომბვისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.