შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია თბილისში, ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ეკლესია 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და ერთიანი საქართველოსთვის თავდადებული სხვა გმირების სახელზე აშენდა.