შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს. პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.