შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1984 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ზ. კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა "ინფინიტის" მარკის ავტომანქანა. პატრულ-ინსპექტორებმა, ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სალონში კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.