შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახს...
05-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტები გახსნა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანები: 2002 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ. ბ. დააკავეს, ხოლო 2003 წელს დაბადებული კ. ო.-ს ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ზოომაღაზიის გაქურდვა სცადეს. პოლიციამ მათი ქმედება შემთხვევის ადგილზევე აღკვეთა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს 1971 წელს დაბადებული ი. ღ., რომელმაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, საკანალიზაციო ჭის 2 თავსახური მოიპარა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.