ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრს
ბატონ ჟან ჟამბონს
ბატონო მინისტრო,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქართველი ხალხის სახელით გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას 2016 წლის 22 მარტს, ქ. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტსა და მეტრო სადგურებში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმების გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმს ნებისმიერი ფორმით, განსაკუთრებით ქმედებებს, რომლებსაც შედეგად სდევს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლის მოსპობა.
ნება მიბოძეთ, ამ მწუხარების ჟამს, მოგმართოთ თქვენ და ბელგიელ ხალხს და გამოვხატო თქვენდამი უდიდესი სიმპატია და თანაგრძნობა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბელგიელ ხალხს, ასევე გარდაცვლილთა ოჯახებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საზარელი ტერორისტული აფეთქებების შედეგად დაზარალდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგიელ ხალხს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა.
პატივისცემით,
გიორგი მღებრიშვილი